“მე მინდა მივმართო არასამთავრობო ორგანიზაციებს, იურისტებს და ყველა დაინტერესებულ პირს, რომ შეისწავლონ პარასკევ საღამოს პროკურატურის მიერ შეტანილი შუამდგომლობების რიგითობა. ისინი აღმოაჩენენ, რომ ისეთი რიგითობით შეიტანეს [შუამდგომლობა], რომ საქმე გიორგი გოგინაშვილს დაწეროდა. ეს განაწილება ხელოვნურად არის ინსპირირებული. პროკურატურა არ მოერიდა იმას, რომ გოგინაშვილს ჩემი ქვისლის დაპატიმრებაზეც აქვს ნამსჯელი. გამოვიდა, რომ ამ მოსამართლემ მთელი ოჯახი გაგვიშვა ციხეში ისე, რომ 8 ბავშვი დატოვა მეურვეობის გარეშე”, – აცხადებს უგულავა.

 

უგულავამ მადლობა გადაუხადა მის მხარდამჭერებს, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვინც პარასკევ საღამოს დააპატიმრეს და მოუწდა, კონფლიქტურ სიტუაციებს მოერიდონ.

 

“მოგიწოდებთ, თავს ნუ ჩაიგდებთ უხერხულობაში, რადგან ამ ხელისუფლებისგან არაფერია  მოულოდნელი”, – განაცხადა უგულავამ ტელეკომპანია “იმედის” გასხვისების საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 7 ივლისს მიმდინარეობს.


გიგი უგულავა მოსამართლე გოგინაშვილის წინააღმდეგ
გიგი უგულავა მოსამართლე გოგინაშვილის წინააღმდეგ

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *