საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს აეროპორტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზიაფატ ასკეროვი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, უსუფაშვილის ვიზიტმა აზერბაიჯანულ მედიაში დიდი ინტერესი გამოიწვია. დავით უსუფაშვილმა აზერბაიჯანული პრესისთვის პირველი კონენტარი აეროპორტში ჩასვლისთანაცე გააკეთა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილისა და საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ბაქოში 8 ივლისამდე გაგრძელდება. აზერბაიჯანის დედაქალაქს ოფიციალური ვიზიტით პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად პარლამენტის წევრები: ზვიად ძიძიგური, თედო ჯაფარიძე, ზურაბ ტყემალაძე, გუბაზ სანიკიძე, მახირ დარზიევი, ალი მამედოვი და კახაბერ ოქრიაშვილი ესტუმრნენ.
“ჩვენ გვექნება შეხვედრები ქვეყნის ხელმძღვანელობასთან. ამ ვიზიტის ფარგლებში ჩვენ საკითხების ფართო სპექტრს განვიხილავთ. საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ ჩვენთან სამართლებრივი ფონს ცოტათი ცვლის, მაგრამ ეს არც ერთ შემთხვევაში გავლენას არ მოახდენს ჩვენს მეზობლებთან ურთიერთობაზე, მათ შორის აზერბაიჯანთან… ჩვენ გვინდა, რომ ეს საკითხები დეტალურად განვიხილოთ”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა ბაქოში ჩასვლის შემდეგ.
