შინაგან საქმეთა სამინისტროში დაჭრის ფაქტს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ აღნიშნულ ფაქტზე თამაზ. ს. დაკავებულია, ხოლო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 117–ე მუხლი 10–დან 13 წლამდე თავისუფლები აღკვეთით ისჯება.
სოსელიას მიერ მოქალაქის დაჭრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად “ფრონტნიუსმა” გაავრცელა. შეგახსენებთ, რომ თამაზ სოსელია ფოთის საკრებულოს არჩევნებში “ქართული ოცნების” პროპორციული სიის მე–2 ნომერი იყო, იგი პარტია “თავისუფალი დემოკრატების” ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარეა.
