დღევანდელ სასამართლო პროცესზე ის პირები, რომლებიც 100-100 ლარით დაჯარიმდნენ, სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით ცნო დამნაშავედ. 173-ე მუხლით გამართლდნენ სამართალდარღვევათა არარსებობის გამ.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთდროულად 3 პროცესი მიმდინარეობდა, აქედან გუშინ დაკავებული 5 პირის საქმეს მოსამართლე ნინო ყანჩაველი განიხილავდა, კონსტანტინე გაბაშვილისა და დავით გოგოხიას საქმე მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილმა განიხილა, ხოლო გოჩა დარჯანიასა და დეპუტატ ლევან ბეჟაშვილის საქმის განხილვა 7 ივლისს გაგრძელდება.
საქალაქო სასამართლოსთან წუხანდელი დაპირისპირების შედეგად რვა ადამიანი იყო დაკავებული: კონსტანტინე გაბაშვილი, გოჩა დარჯანია, დავით გოგოხია, ლაშა ჭიღლაძე, ირაკლი ჩხვირკია, ალექსანდრე ბედოიძე, ხვიჩა სუხიშვილი და ლაშა რუხაია. გუშინვე დააკავეს დეპუტატი ლევან ბეჟაშვილიც, რომელიც შემდგომ გაათავისუფლეს.
აღნიშნული პირები ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს, სასჯელის სახით კი ჯარიმას ან ადმინისტრაციული სახით პატიმრობას ითვალისწინებს.
