კითხვაზე, საიდან აქვს ინფორმაცია მოსალოდნელი დაკავებების შესახებ კულტურის მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე მარგიშვილი ამბობს, რომ მას ასეთი ინფორმაცია არ აქვს.
“ასეთი ინფორმაცია არ მაქვს.. მე ვთვლი, რომ რაც წუხელ “ნაცუძრაობის” აქტივმა ჩაიდინა, არის დასჯადი ქმედება. ისინი თავგამოდებით ცდილობენ, წვალობენ, ათას ხრიკს იგონებენ, რომ როგორმე დესტრუქცია შეიტანონ ყოველდღიურ ცხოვრებაში და ხელი შეუშალონ სახელმწიფო აპარატის გამართულად ფუნქციონირებას. ამგვარი უკანონობისათვის ნებისმიერი ბოროტმოქმედი უნდა დაისაჯოს – მით უმეტეს, ის ბოროტმოქმედები, რომლებიც ქართველ ხალხს 9 წლის განმავლობაში სისხლს სწოვდნენ. ეტყობა, ეს სისხლი არ ასვენებთ,”-ამბობს მარგიშვილი.
ვინ არის კულტურის მინისტრის მოადგლის მუქარის ადრესატი, ამის შესახებ ალექსანდრე მარგიშვილი ამბობს:
“მუქარა არაა. მე დავინახე, რომ სასამართლოს შენობასთან შეკრებილი “ნაცუძრაობის” აქტივი კიდევ უფრო მეტ საზიზღრობას აკეთებდა (კონფლიქტის ესკალაციას), ვიდრე უგულავას მიმართ წაყენებული ბრალია,” თუმცა, აქვე მარგიშვილი განამარტავს, რომ თავად არ იმყოფებოდა სასამართლო შენობასთან.
კითხვას, მაშინ რის საფუძველზე ამბობს, რომ სასამართლო შენობასთან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების დანაშაულებრივ ქმედებემს ჰქონდა ადგილი, არ პასუხობს.
კულტურის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე მარგიშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე დაკავებების შესახებ განცხადება გააკეთა:

