“თავისთავად ცხადია, შსს-სგან უნდა მოვითხოვთ ახსნა-განმარტება, რომ გავერკვეთ გარემოებებში, ვინაიდან დეპუტატის დაკავების უფლება მათ არ ჰქონდათ,”- ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში სესიაშვილი.

 

ირაკლი სესიაშვილის განმარტებითვე, გასარკვევია, როგორ წარიმართა აღნიშნული პროცესი.

 

“მე დავინტერესდი ამ საკითხით და განმიმარტეს, რომ როდესაც გაირკვა, რომ ის დეპუტატია და მისი დაკავების უფლება არ ჰქონდათ, მოხდა გათავისუფლება, მაგრამ რამდენად ადეკვატური იყო პოლიცია და რამდენად ადეკვატურ ვადებში მოხდა მისი გათავისუფლება და ხომ არ დაირღვა დეპუტატის უფლებები, ეს გასარკვევია. ვფიქრობ, საზოგადოება შეიტყობს სიმართლეს.”

 

სესიაშვილი იმედოვნებს, რომ განმარტებას თავად შსს გააკეთებს და დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შესაძლოა, უწყებას თავად პარლამენტის თავმჯდომარემ წერილობით მიმართოს, ვინაიდან, როგორც სესიაშვილი ამბობს, ეს საკითხი “პარლამენტის პრესტიჟის საკითხია.”  


დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი, რომელიც გუშინ, 4 ივლისს დააკავეს, დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე აპირებს მოსამართლეს მისი უკანონო დაკავების შესახებ მტკიცებულებები წარუდგინოს. 


შსს-ს ცნობით, მას, ისევე როგორც დანარჩენ დაკავებულებს, ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლის დარღვევაში ედება: 166-ე და 173-ე. 166-ე მუხლი წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, ხოლო 173-ე – პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას.


მის მიუხედავად, რომ ბეჟაშვილი სამართალდამცავებმა გაათავისუფლეს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე ამბობს, რომ დეპუტატ ლევან ბეჟაშვილის დაკავება წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით უკანონობაა და შესაძლოა იკვეთებოდეს სისხლის სამართლის დანაშაული პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *