პარლამენტის წევრის განცხადებით, შსს-ს მისი უკანონო დაკავების ფაქტზე გამოძება არ დაუწყია.

 

ბეჟაშვილი ამბობს, რომ სასამრთლო პროცესზე, რომელიც დღეს უნდა გაიმართოს, აპირებს მოსამართლეს წარუდგინოს მტკიცებულებები მისი უკანონო დაკავების შესახებ, რათა მოსამართლემ მისი უფლებამოსილების ფარგლებში მიმართოს პროკურატურას. ბეჟაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე არ დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნას, პროკურატურას თავად მიმართავს. 


დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი სამართალდამცავებმა 4 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მომხდარი ინციდენტის დროს დააკავეს.  შსს-ს ცნობით, მას, ისევე როგორც დანარჩენ დაკავებულებს, ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლის დარღვევაში ედება: 166-ე და 173-ე. 166-ე მუხლი წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, ხოლო 173-ე – პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას.

 

იმის მიუხედავად, რომ ბეჟაშვილი სამართალდამცავებმა გაათავისუფლეს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე ამბობს, რომ დეპუტატ ლევან ბეჟაშვილის დაკავება წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით უკანონობაა და შესაძლოა იკვეთებოდეს სისხლის სამართლის დანაშაული პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან.

 
 


Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *