დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაკავებულია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ბეჟაშვილი, ირაკლი ჩხვირკია და კიდევ რამდენიმე პიროვნება. თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროცესის დასრულების შემდეგ სასამართლოს ეზოში მოხდა ინციდენტი. გიგი უგულავას მხარდამეჭრები სასამართლოს შენობიდან გამოსულ პროკურორებს დაუპირისპირდნენ. პროკურორები პოლიციის კორდონის დახმარებით მივიდნენ მანქანამდე.
შეგახსენებთ, რომ უგულავა გუშინ, 3 ივლისს დილით, დაახლოებით 6:00 საათზე აეროპორტში დააკავეს, ის უკრაინაში მიფრინავდა და შეძენილი ჰქონდა უკან დასაბრუნებელი ბილეთიც .დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე უგულავა დაკითხვაზე დაიბარეს. უგულავას ბრალად ედება უკანონო თანხების ლეგალიზება, ასევე, მისი ადვოკატის ინფორმაციით, უგულავა ბრალდებულად სცნეს მარნეულის ეპიზოდთან დაკავშირებით. ადვოკატების განცხადებით საქმეის მასალები მათ უკვე გადაეცათ.
