“მორატორუმი, როგორც წესი, არ არსებობს. მას იმ დროს მიმართავენ, როდესაც საზოგადოებაში არის ზოგადი აღქმა, რომ რაღაც არასწორია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვეაში, ამ საქმეში, არსებობს პოლიტიკური ელემენტი. მხოლოდ ასე შეიძლება ასეთი მორატორიუმის შემოღება. თუ ამის წინააღმდეგ წახვალ, მიდიხარ იმის წინააღმდეგ, რის დამტკიცებასაც ცდილობ. რა თქმა უნდა, ეს საქმე შეშფოთებას იწვევს”, – განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა ტელეკომპანია რუსთავი 2-თან საუბრისას. 

 

გიგი უგულავას სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 6 საათზე დაიწყო და ამ დრომდე, 21:20 საათამდე გრძელდება. 

 

შეგახსენებთ, რომ უგულავა გუშინ, 3 ივლისს დილით, დაახლოებით 6:00 საათზე აეროპორტში დააკავეს, ის უკრაინაში მიფრინავდა და შეძენილი ჰქონდა უკან დასაბრუნებელი ბილეთიც .დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე უგულავა დაკითხვაზე დაიბარეს. უგულავას ბრალად ედება უკანონო თანხების ლეგალიზება, ასევე, მისი ადვოკატის ინფორმაციით, უგულავა ბრალდებულად სცნეს მარნეულის ეპიზოდთან დაკავშირებით. ადვოკატების განცხადებით საქმეის მასალები მათ უკვე გადაეცათ.

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *