“ის ამბობს, რომ თავს გრძნობს ძალიან მხნედ, აგრძელებს ბრძოლას, თავს მიიჩნევს პოლიტიკური დევნის მსხვერპლად და მის დაკავებას უკავშირებს სწორედ პოლიტიკას. მოპყრობასთან და პირობებთან დაკავშირებით მას არანაირი საჩივარი და პრეტენზია არ აქვს. ამბობს, რომ არის ნორმალურ პირობებში, თუმცა ბრალდებას უარყოფს. ჩვენ ვიწყებთ საქმის შესწავლას. ასევე შევხვდით მის ადვოკატს, რომელიც ცოტა ხნის წინ შემოვიდა იზოლატორში,”- ამბობს ნანუაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ უგულავა დღეს დილით, დაახლოებით 6:00 საათზე აეროპორტში დააკავეს, ის უკრაინაში მიფრინავდა და შეძენილი ჰქონდა უკან დასაბრუნებელი ბილეთიც.

 

დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე უგულავა დაკითხვაზე დაიბარეს.

 

 

უჩა ნანუაშვილი; ფოტო: ომბუდსმენის აპარატი
უჩა ნანუაშვილი; ფოტო: ომბუდსმენის აპარატი


Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *