“თქვენ ნახეთ წინა დღეებში ის ინსინუაციები, რომელიც უკავშირდება ჩვენს დეპუტატებს აზერბაიჯანში, რამაც გამოიწვია ძალიან უარყოფითი რეაქცია ძალიან ბევრის, მათ შორის ჩვენი ტრადიციული მეგობრების და პარტნიორების. აქ მარტო საქართველოს საკითხი არ არის და ამიტომაც მინდა ვილაპარაკო, აქ არის საკითხი ჩვენი ურთიერთობების ჩვენს მეგობრებთან უკრაინაში, აზერბაიჯანში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იგივე თვითმმართველობის კონგრესთან, რომელიც იმართებოდა მოლდოვაში, და მოლოველ მეგობრებთან. პირდაპირ რომ ვთქვათ, ჩვენთვის ყველასთვის სავალალოდ, საქართველო გამოიყურება ცუდად და არა მხოლოდ საქართველოს მთავრობა. ასე არავინ დიდი ხანია ცივილიზებულ სამყაროში არ მოქმედებს. პოლიტიკური პროცესი არის პოლიტიკური პროცესი. რა თქმა უნდა, კანონის ზევით არავინ დგას და არ ვიდგებით, მაგრამ პოლიტიკური პროცესის ჩანაცვლება პროკურატურის და სასამართლოს მანიპულაციებით ყველგან არის ძალიან მოკლევადიანი და ყველგან მთავრდება ძალიან ცუდად. ჩვენ არ გვჭირდება ახლა საქართველოს ექსცესები. ისედაც ძალიან რთულ მდგომარეობაში იმყოფება ჩვენი ქვეყანა ბევრი ობიექტური და ძალიან სუბიექტური გარემოებების გამო.
ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მშვიდები და ძალიან მობილიზებულები და ყველას ვაჩვენოთ, რომ საქართველო არ არის მხოლოდ ეს მანიპულატორები და ასეთი ქმედების დამგეგმავები, უფრო სწორად, დამგეგმავი მთავარი და მისი შემსრულებლები. საქართველო ბევრად უფრო მაგარი ხალხის ქვეყანაა,”- ამბობს სააკაშვილი.
