“გუშინ ვიყავი ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ნაშრომების გასწორების პროცესზე, გამსწორებლები კმაყოფილები არიან, მეც კმაყოფილი ვარ. როგორც ჩანს, წელს უკეთესი შედეგები გვექნება, ვიდრე წინა წლებში,”- ამბობს მიმინოშვილი ნეტგაზეთთან საუბარში.
სანამ გამოცდების ეროვნული ცენტრი საბოლოო შედეგებს გამოაქვეყნებს, ცენტრის ხელმძღვანელი კმაყოფილებას ინგლისური ენის გამოცდის ახალი კომპონენტზეც გამოხატავს.
“მოგეხსენებათ, წელს უცხო ენის გამოცდას მოსმენის კომპონენტიც დაემატა. მე პირადად შევხვდი აბიტურიენტებს და არ მინახავს უკმაყოფილო აბიტურიენტი, თავად ისინი არიან კმაყოფილი მოსმენის კომპონენტით. იმედი მაქვს, კარგი შედეგები იქნება საბოლოოდ.”
ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ყველა საგანში, მაია მიმინოშვილის თქმით, აგვისტოს დასაწყისში გამოცხადდება.
