ეს მონაცემი, რომელიც სააგენტომ 2 ივლისს გამოაქვეყნა, 136%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების პირველი ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება:
რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, პოლონეთი და ჩინეთი, სადაც რუსეთი ლიდერობს 66%-ით ექსპორტის მთლიან მოცულობაში.
ღვინის ექსპორტმა რუსეთში 2014 წლის პირველი 6 თვის მდგომარეობით 17 901 244 ბოთლი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდის მდგომარეობით, ექსპორტირებულია 87 270 181 აშშ დოლარის პროდუქცია, რაც 159%-ით აღემატება 2013 წლის 6 თვის ანალოგიურ მაჩვენებელს.
წლის პირველ ნახევარში საკონიაკე მასალის ექსპორტმა 10 ქვეყანაში – 5 587 168 (0,5ლ) ბოთლი შეადგინა, რაც თანხაში 20 275 872 აშშ დოლარს აღწევს, ეს მონაცემი, სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 58%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს.
საკონიაკე მასალის ექსპორტიორ ქვეყნებში ლიდერობს უკრაინა, სადაც იანვარ-ივნისის პერიოდში ექსპორტირებულია -3 163 572 ბოთლი, მეორე ადგილს 2 106 576 ბოთლით რუსეთი იკავებს.
რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურის მონაცემებით, იმპორტში ქართულმა ღვინომ 14 პროცენტი შეადგინა, ხოლო ღვინის ბაზარზე 6,4-პროცენტიანი ნიშა დაიკავა.
რუსულ ემბარგომდე, 2005 წელს, იმპორტში ქართულ ღვინოს 9 პროცენტი ეკავა, ხოლო ბაზარზე – ხუთპროცენტიანი ნიშა.
რუსეთმა ქართულ პროდუქციაზე ემბარგო ოფიციალურად 2012 წლის დეკემბერში მოხსნა. ქართული ღვინის, ჩაის, ციტრუსის და სხვა პროდუქციის ამ ქვეყანაში ექსპორტი 2006 წლის შემოდგომაზე აიკრძალა.