ივლიანე ხაინდრავა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ 2014 წლის 1 ივლისიდან დაინიშნა. 

 

ივლიანე ხაინდრავა 1992-1995 და 2004-2008 წლების მოწვევის პარლამეტის წევრია. საპარლამენტო საქმიანობის პერიოდში იყო თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის, ევროინტეგრაციის კომიტეტის, აფხაზეთის საქმეთა და საფინანსო–საბიუჯეტო კომისიების, სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ინიციატივის მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი.

 

ხაინდრავა სხვადასხვა დროს მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციებში „რესპუბლიკური ინსტიტუტი“ და „განვითარებისა და თანამშრომლობის ცენტრი – პლურალიზმის ცენტრი“. იგი იყო რეიგან–ფასელის დემოკრატიული კვლევების პროგრამის მოწვეული მკვლევარი (დემოკრატიის კვლევების საერთაშორისო ფორუმი, ეროვნული ფონდი დემოკრატიისთვის, ვაშინგტონი, აშშ). 2012 წლიდან – საქართველოს პოლიტიკური მეცნიერების ასოციაციის გამგეობის წევრი.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *