BBC-ის განმარტებით, როდესაც პირი ოფიციალური გამოძიების ფარგლებში ექცევა, იგი ეჭვმიტანილი ხდება, შემდეგ მის საკითხს მოსამართლე განიხილავს და იგი გადაწყვეტს, არსებობს თუ არა საკმარისი მტკიცებულებები პირისთვის ბრალის წასაყენებლად.

 

გამომძიებლები ცდილობენ გაარკვიონ, დაპირდა თუ არა სარკოზი, რომელიც 2007 წლიდან 2012 წლამდე საფრანგეთის პრეზიდენტი იყო, ინფორმაციის გაცვლის სანაცვლოდ მაღალი რანგის მოსამართლეს მონაკოში პრესტიჟულ თანამდებობას. გიბერტ აზიბერტი, რომელიც სააპელაციო სასამართლოს ერთ–ერთი მაღალი რანგის მოსამართლეა, ასევე, იყო დაბარებული დაკითხვაზე ორშაბათს. გუშინ ასევე დაიკითხა ნიკოლა სარკოზის ადვოკატიც. ორივე მათგანი ასევე ეჭვმიტანლიები არიან. ზემოხსენებული დანაშაული 5 წლამდე პატიმრობით და ფულადი ჯარიმით ისჯება (500,000 ევრო).


Former French President Nicolas Sarkozy (L) arrives at the National Assembly in Paris June 25, 2014.  REUTERS/Gonzalo Fuentes
Former French President Nicolas Sarkozy (L) arrives at the National Assembly in Paris June 25, 2014. REUTERS/Gonzalo Fuentes

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *