11:00 საათზე „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში პრესკონფერენციას კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გია ვოლსკი გამართავს.
11 საათზე, სასტუმრო „ამბასადორში“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, თენგიზ შერგელაშვილი რეგიონების ახლადარჩეულ მერებსა და გამგებლებს შეხვდება.
12:00 სთ-ზე ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით იმართება. მის: სასტუმრო ”რედისონ ბლუ ივერია”, ვარდების რევოლუციის მოედანი.
12:00 სთ-ზე-“პირველ პრესკლუბში” “ქართული ოცნების” სამგორის რაიონის არჩეული მაჟორიტარი გულიკო ზუმბაძე პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტატქო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22.
12 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროში (წერეთლის 144) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო პრესკონფერენციას გამართავს. მინისტრი ლიტვაში ვიზიტს შეაჯამებს და ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხებს.
12:30 სთ-ზე- “პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება, უგულავას საქმე, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტატქო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22
13:00 საათზე „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში პრესკონფერენციას ექსპერტი კახი კახიშვილი გამართავს. თემა: უგულავას საქმე.
14:00 საათი – თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი ახალ სეზონზე დავით თორაძის „გორდას“ აღდგენას გეგმავს. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მოეწყობა პროექტის პრეზენტაცია.
20:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ახალგაზრდა ჯაზმენი პაპუნა შარიქაძე და ჩელისტი ლიზი რამიშვილი საქველმოქმედო კონცერტს გამართავენ. კონცერტში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ახალგაზრდა ქართველი ვირტუოზი – ბექა გოჩიაშვილიც ეწვევა ამერიკიდან. ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება კონსერვატორიის სტუდენტის, ნინო ჩიქოვანის დახმარების ფონდში და მოხმარდება მის მკურნალობას.
