“ბატონი სარკოზი არის განსაკუთრებული [ადამიანი] ჩვენი ხალხისთვის… იმიტომ, რომ იმ მომენტში, როდესაც ჩვენ გვიჭირდა, არა მარტო სულიერი და პოლიტიკური, არამედ ფიზიკური მხარდაჭერაც [გამოგვიცხადა]… ის იმყოფებოდა [2008 წელს] საქართველოში ურთულეს დღეებში. თუ ეს ასე მოხდა, ეს არის ნორმალური დემოკრატიული პრაქტიკა, ნებისმიერი სახელმწიფო მოხელე -უმაღლესი რანგის, საშუალო თუ დაბალი რანგის, დემოკრატიულ სახელმწიფოში გამოძიებასთან თანამშრომლობს და პასუხს სცემს კითხვებს. ასე რომ, თუ ეს სიმართლეა, ჩვენ სარკოზისგან რაც გვახსენდება, ეს არის მხარდაჭერა და იმედი მაქვს, რომ ნებისმიერ კითხვას ძლიან მალე გაეცემა პასუხი”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დაკითხვის მიზნით დააკავეს. ინფორმაციას BBC საგამოძიებო უწყებებზე დაყრდნობით ავრცელებს.
