საბავშვო ბაღების სააგენტოს განცხადებით, 1 ივლისიდან 5 ივლისამდე რეგისტრირდებიან იმ სოციალურად დაუცველი ოჯახების 2-6 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000-ს, ასევე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები და ს.ს.ი.პ “სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს” ფილიალის ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების) მოწერილობის საფუძველზე.


როგორც საანგეტოში განმარტავენ, 5 ივლისიდან 10 ივლისამდე რეგისტრირდებიან დარეგისტრირებული ბავშვების დედმამიშვილები.


10 ივლისიდან რეგისტრირდება უწყვეტად ყველა ბავშვი, რეგისტრაცია დაიწყება 09:00 საათზე.


“ახალი 2014-2015 სასწავლო – სააღმრზდელო წლისათვის ბაგა ბაღებში ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელია ბავშვებისათვის, რომლებიც 2014 წლის 8 სექტემბრისთვის არიან 2 წლის, ასევე, ბავშვები, რომლებსაც 8 სექტემბრისთვის არ შესრულებიათ 6 წელი. ცხადდება რეგისტრაცია მიმდინარე წლის ივლისის თვეში ფუნქციონირებად საზაფხულო ბაგა-ბაღებში. საზაფხულო ბაგა-ბაღებში 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყება 2014 წლის 15 ივნისიდან, დილის 09:00 საათიდან,”- წერია საბაშვო ბაღების საანგეტოს განცხადებაში. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *