10:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციას – პროექტით “TEMPUS MUMEENA” მიღწეული წარმატებები და სამედიცინო განათლების მომავალი აღმოსავლეთ ევროპაში” გახსნის.

მის: ვაჟა-ფშაველას N.33, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული კორპუსი, I სართული, აკადემიური საბჭოს სხდომათა დარბაზი 

10:00 საათზე, სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ თბილისში” სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის კონფერენციას – “თანამშრომლობის განვითარება ახალგაზრდულ სფეროში” გახსნის.

 

10:00 საათიდან კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ USAID-ის პროგრამის – „INRMW-საქართველო – წყალშემკრები აუზების მართვა“ – ფარგლებში მოწყობილ ეკობანაკსა და, ასევე, გივი ზალდასტანიშვილის სახ. ამერიკული აკადემიის მოსწავლეებს ჟინვალისა და არაგვის ხეობის სათავო ობიექტებს დაათვალიერებინებს.

10:30 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და “National Geographic – საქართველოს” ორგანიზებით, “30 წელი ტიმ სევერინის ექსპერიმენტის “იასონის მოგზაურობის” შემდეგ” ღონისძიების ფარგლებში გამოფენა – “ანტიკური ეპოქის ტექნოლოგიები” გაიხსნება.

10.30 საათზე, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” საჯარო სამსახურის ბიურო საჯარო სამსახურის რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციას გამართავს. 

11:00 საათზე, “რეპორტიორის” პრესკლუბში “ახალი მემარჯვენეების” ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე არჩევნების მეორე ტურზე, უგულავას პასუხისგების საკითხზე და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ბრიფინგს გამართავს.

11.00 საათზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი გაიმართება. 
თემა: ქართულ დროშასთან დაკავშირებით საქართველოს საზღვაო ისტორიაში პირველად ძალაში შედის ახალი გადაწყვეტილება. 

11:00 საათზე, იოსებიძის ქ.#60-ში არსებულ PSP-ს აფთიაქს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში ეწვევა, იგი C ჰეპატიტით დაავადებული პირებისათვის ძვირადღირებული მედიკამენტის 60 %-იანი ფასდაკლებით გაცემის პროცესს დაესწრება.

11:00 საათზე, ქ. გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში უმცროს ოფიცერთა სკოლის გამოშვების ცერემონია გაიმართება. 

ღონისძიებაზე დასწრების მსურველი მედიის წარმომადგენლები გორში მდებარე ეროვნულ თავდაცვის აკადემიასთან 10:00 საათზე უნდა მივიდნენ 

 

11:30 საათზე კი გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია ,,არგონავტიკა და ახალი აღმოჩენები ქართულ მეცნიერებაში”

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმი

11:30 საათზე, “რეპორტიორის” პრესკლუბში მწერალი მერაბ შათირიშვილი ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდგომ მოვლენების მოსალოდნელ განვითარებასა და შედეგებზე სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.

12:00 საათზე, “რეპორტიორის” პრესკლუბში “ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიცია”, “თავისუფალი საქართველო”, “ქართული დასი”, “ლეიბორისტული პარტია”, “საქართველოს გზა”, “ახალი მემარჯვენეები”, “პატრიოტთა ალიანსი”, “მწვანეთა პარტია” საყდრისთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

12:00 საათზე, რადიო “იმედის” პრესკლუბში, პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. 
თემა: მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. 
მის: ლუბლიანას ქ.#5
საკონტაქტო პირი ნინო მეუნარგია – 577440705 

12:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. 
თემა: ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. 
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ. 

12:00 საათზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი სამინისტროში გამართავს ბრიფინგს და საზოგადოებას სამხედრო სავალდებულო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შედეგებს წარუდგენს.

12:00 საათზე, ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და საქართველოს გაზისა და ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი მამუკა კობახიძე გორის მუნიციპალიტეტის ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ქორდში გაზიფიცირების სამუშაოების დაწყებას დაესწრებიან.

12:00 საათზე, “ვითიბი ბანკის” სათაო ოფისში გაიმართება პრესკონფერენცია, რომელზეც ბანკის საცალო ბიზნესის დირექტორი ვალერიან გაბუნია, “ვითიბი ბანკის” ორი, ახალი ტიპის სამომხმარებლო სესხის შესახებ განცხადებას გააკეთებს.

12:00 საათზე, საქართველოს ბანკის სათაო ოფისში საქართველოს ბანკის, სრულიად ახალი, დამწყები ბიზნესის საინვესტიციო პროექტის პრეზენტაცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური და დამწყები ბიზნესის საინვესტიციო პროექტის “ვეგა”, ხელმძღვანელი ვასილ რევიშვილი დაესწრებიან.
მის: გაგარინის 29ა (შესასვლელი სანაპიროს მხრიდან) 

12:00 საათზე, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი პარტიის ცენტრალურ ოფისში სპეციალურ ბრიფინგს გამართავს. 

12:30 საათზე, “პრაიმტაიმის” პრესკლუბში კოალიცია “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გია ვოლსკი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: უგულავას საქმე, ევროკავშირთან ასოცირება.

13:00 საათზე, “პრაიმტაიმის” პრესკლუბში უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გია ბარამიძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: უგულავას საქმე, ევროკავშირთან ასოცირება.

13:00 საათზე, “პირველ პრესკლუბში” ექსპერტი კახა კახიშვილი პრესკონფერენციას გამართავს. 
თემა: ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. 
მის: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ. 

13:30 საათზე, “რეპორტიორის” პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია არჩევნების მეორე ტურზე, უგულავასთვის ბრალის წარდგენის საკითხზე და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ბრიფინგს გამართავს.

 

14:00 საათზე, იუსტიციის სახლში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება.

 

14:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა უნივერსიტეტში ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის შექმნასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
მის: ი.ჭავჭავაძის გამზ. №1, უნივერსიტეტის I კორპუსი, #107–ე (ი.ჯავახიშვილის სახელობის აუდიტორია).

14:00 საათზე, “პრაიმტაიმის” პრესკლუბში “სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციის” წარმომადგენლები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების, უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ.

14:30 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე კინოლოგიურ პროექტს (K9) გახსნის. ღონისძიებას საქართველოში აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი, ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველი მოადგილე ქეროლ პერეზი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაესწრებიან.

15:00 სათზე, ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატები” პროექტის “ერთად ევროპული არჩევნისთვის” ფარგლებში, პირველ შეხვედრას ახალციხის დემორატიული ჩართულობის ცენტრში გამართავს 
მის: ახალციხე, მანველიშვილის ქ. 19
საკონტაქტო პირი: სოფიო აზარიაშვილი 551 081803 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *