კომისიის თავმჯდომარის თქმით, არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და აქტივობა საკმაოდ მაღალია:

 

” ამ დროისთვის 399 ამომრჩევლიდან მოსულია 294 ამომრჩეველი. აქტივობა კარგია, ერთი უმნიშვნელო სარჩელი დაიწერა, რომელიც გადასატან ყუთს შეეხებოდა. საარჩევნო უბნის  მიმდებარე ტერიტორიაზე და შენობაში, სადაც უბანია განთავსებული, არიან დიდი რაოდენობით შეკრებილი პარტიის მხარდამჭერები და თავდაცვის მიზნით და იმ საშიშროების თავიდან ასაცილებლად, რაც წინა შემთხვევაში მოხდა სოფელ ძეძილეთში, დავრეკეთ 112-ში და გამოვიძახეთ სამართალდამცავები, რომლებმაც სკოლი ეზოდან და შენობიდანაც ყველა, ვისაც ცესკოს მიერ გაცემული დოკუმენტი არ გააჩნდა, ტერიტორია დაატოვებინეს”.- განაცხადა საოლქო კომისიის თავმჯდომარემ გია კუჭუხიძემ. 

 

საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე იყვნენ როგორც “ნაციონალური მოძრაობის’, ისე “ქართული ოცნების” მხარდამჭერები. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *