“ჩვენ გაგვაჩნია ისეთი ფასეულოება, რომლის გაყიდვა მართლა არ შეიძლება,  ეს არის ქართული მიწა, ქართული წყალი, მე ვგულისხმობ წყაროს წყალი, მდინარე, საბადოები. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ რთულ დროს, როცა შეიძლება ეს ფასეულობა, რომლითაც არსებობს ქართველი ხალხი, ჩვენ მთლიანად დავკარგოთ, რადგან სხვებს გააჩნიათ ბევრი საშუალება და ფული, რომ იყიდონ ეს ყველაფერი, უცხო ხალხსა და უცხო ქვეყნებს, და შეიძლება საქართველო დარჩეს სრულიად ცარიელი. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენს თავზე, მომავალზე, შთამომავლობაზე. არის ასეთი შემთხვევები, როდესაც ხდება არა გაყიდვა, არამედ დროებით გასხვისება 100, 50 წლით. მაგალითად, ტყის გასხვისება. ტყე რომ განადგურდეს,  განადგურება თვითონ ხალხი, 100 წელი რად უნდა ტყის განადგურებას, ერთი კვირაც ეყოფა, ეს ძალიან საშიშია, ამიტომ ჩვენმა ხელისუფლებამ დიდი რუდნებით, დიდი ყურადღება  უნდა მიაქციოს ამ საკითხს”. -განაცხადა ილია მეორემ. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *