საარჩევნო სიაში კი სულ 1165 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ველაქაურის თქმით, 15 ივნისის არჩევნებში აქტივობა 26% იყო. რაც შეეხება ჟინვალის სამ საარჩევნო უბანს, სამივე უბანზე, ჯამში, 535 ამომრჩეველი მივიდა, რაც საერთო რაოდენობის 26%-ია.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, დუშეთში ამომრჩევლის აქტიურობას არ ელოდებიან, რადგან დათვლილი უბნების მონაცემების მიხედვით, სხვაობა კანდიდატებს შორის 500 ხმაა, ხოლო ჟინვალში ამომრჩეველთა აქტივობას კვლავ ელიან, რადგან “ქართული ოცნებისა’ და საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ კანდიდატს შორის 15 ივნისის არჩევნების დათვლილი ხმების რაოდენობის მიხედვით სხვაობა 114 ხმაა.
