სიმშვიდის მიუხედავად, საარჩევნო პროცესის განმავლობაში ერთი ინციდენტი უკვე მოხდა.  №81 ქობულეთის ოლქის №34 უბანზე, ცესკოს ინფორმაციით, არაუფლებამოსილი პირი იმყოფება  ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან”:

 

”საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებმა მას რამდენჯერმე მიმართეს დაეტოვებინა უბანი, რაზეც აღნიშნული პირი უარს აცხადებს. ცესკო მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ მხარეებს, კანონმდებლობით განსაზღვრული წესები დაიცვან და ხელი შეუწყონ კენჭისყრის პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვას” – განუცხადა ცესკოს სპიკერმა ჟურნალისტებს.

 

შეგახსენებთ, დღეს, 29 ივნისს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა 14 საარჩევნო უბანზე იმართება.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *