25-ე უბანზე რეგისტრირებულია 1149 ამომრჩეველია დარეგისტრირებული, შეცვლილია საარჩევნო კომისია:
“კომისიის 6 წევრი, რომელსაც ცესკო ნიშნავს, გადმოყვანილია #22 უბნიდან. ამ უბანზე არჩევნები კარგად ჩატარდა და ამიტომ კომისია აქ გადმოიყვანეს, პარტიებმაც თავიდან დანიშნეს თავიანთი დამკვირვებლები, შეხედულებისამბერ”.- განუცხადა “ნეტგაზეთს”კომისიის წევრმა ირაკლი კვარაცხელიამ.
რაც შეეხება 57-ე უბანს, აღნიშნულ უბანზე 919 ამომრჩეველია დარეგისტრირებული და 10:00 საათის მონაცემებით, ხმა ამომრჩეველთა 10%-მა უკვე მისცა.
შეგახსენებთ, დღეს, 29 ივნისს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა 14 საარჩევნო უბანზე იმართება.
განმეორებითი არჩევნები მარნეულის # 25 საარჩევნო უბანზე. pic.twitter.com/jN4XNZqtyC
— Netgazeti.ge (@netgazeti) June 29, 2014
