“ვულოცავ ამ დღეს მთელ საქართველოს, დღევანდელი დღე უმნიშვნელოვანესია ჩემი სამშობლოსთვის. ყველა ერის ისტორიაში არის თარიღები, რომლებითაც ისინი ამაყობენ. დღეს ჩემი სამშობლოს ისტორიაში იწერება ახალი დიდი თარიღი, რომელიც ჩვენ იმედს გვისახავს და რომლითაც ჩვენი შთამომავლობა იამაყებს.

 

ამ დღის დადგომაზე ზრუნვას შეალია ცხოვრება არაერთმა თაობამ.  ბედნიერი ვარ, რომ სწორედ ჩვენს თაობას ხვდა წილად პატივი, სინამდვილედ ექცია ჩვენი წინაპრების ოცნება.

 

ძნელია სიტყვით გამოხატო ის გრძნობა, რომელსაც ახლა მე განვიცდი. დღეს საქართველოს ეძლევა ისტორიული შანსი დაუბრუნდეს თავის ბუნებრივ გარემოს -ევროპას, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ასწლეულების განმავლობაში ხელოვნურად იყო მოწყვეტილი. “

 

ღარიბაშვილმა ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას მიმართა.

 

“მინდა მივმართო ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, ჩვენ ერთი და იგივე მიწის შვილები ვართ და გვინდა ჩვენ- თან ერთად იყოთ და ისარგებლოთ ამ პროცესით და ისარგებლოთ ყველა დადებითი მხარით, ყველა სიკეთით, რაც ევროკავშირთან დაახლოებას მოაქვს- უვიზო მიმოსვლა ევროპის ქვეყნებში, ევროკავშირის ბაზარი ბიზნესმენებისთვის, ევროპულ საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა ახალგაზრდებისთვის და მრავალი სხვა.” 

ჰერმან ვან რომპეი და ირაკლი ღარიბაშვილი ხელს აწერენ ასოცირების ხელშეკრულებას, 27.06.2014
ჰერმან ვან რომპეი და ირაკლი ღარიბაშვილი ხელს აწერენ ასოცირების ხელშეკრულებას, 27.06.2014

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *