“ფინანსთა სამინისტრომ დაასრულა მიმდინრე წლის 5 თვის ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიზი. მოგეხსენებათ, რომ თითოეული გადამხდელი თვის შუა რიცხვებში ახდენს მის მიერ განხორციელუბული ბრუნვების დეკლარირებას. 17 ივნისის მდგომარეობით საქართველოში დარეგისტრირებულმა გადამხდელებმა გააკეთეს დეკლარირება და მე მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც შეეხება ეკონომიკური მაჩვენებელბს როგორც მაისში, ისე იანვარ-მაისში, ანუ თვის განმავლობაში.

 

2014 წლის იანვარ-მაისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დამატებული ღირებულების გადამხდელი საწარმოების ბრუნვა გაზრდილია 12,9 პროცენტით, ხოლო კონკრეტულად მაისთან შედარებით – 11,6 პროცენტით. ეს ნიშნავს, რომ მაისში დაახლოებით 6,3-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა იყო ქვეყანაში, ხოლო იანვარ-მაისში – 7 პროცენტზე მეტი.


ანალიზი გვიჩვენებს, რომ მაისში ყველაზე სწრაფად მზარდი დარგი მშენებლობა იყო. 18 პროცენტით არის ამ სფეროში გაზრდილი ბრუნვა, შემდეგ მოდის ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა – 15,4 პროცენტიანი ზრდა ბრუნვაში. მაისის განმავლობაში კლება არც ერთ დარგში არ არის დაფიქსირებული”, – განაცხადა ხადურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *