განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელმოწერა ისეთივე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვის, როგორც ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებისთვის.

 

აქვე აღნიშნულია, რომ სამივე ქვეყანაში კიდევ ბევრი რამ რჩება გასაკეთებელი, მათ შორის შიდა რეფორმები.

 

“ევროკავშირი ყველა ქვეყანასთან ითანამშრომლებს კანონის უზენაესობის განასმტკიცებლად, სასამართლო რეფორმის, კორუფციასთან ბრძოლის, ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

აქვე ნათქვამია, რომ ევროკავშირი იმუშავებს სამივე პატრნიორ ქვეყანასთან საქონლისა და მრეწველობის ხარისხის განვითარებისთვის, დაეხმარება სოფლის მეურნეობის სექტორს, რათა პროდუქციის მაღალი ხარისხი იყოს უზრუნველყოფილი.

განცხადების სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე.

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *