პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა ყურადღება სასამართლოს დამოუკიდებლობის აუცილებლობაზე გაამახვილა. მისი თქმით, კანონის უზენაესობა მხოლოდ განვითარებული, უსაფრთხო და მიუკერძოებელი სასამართლოს პირობებში მიიღწევა.

 

„ეს არის აღმოსავლეთ ევროპის მოსამართლეთა კონფერენცია, რომელსაც ესწრებიან ექსპერტები სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის, შეერთებული შტატებიდანაც. ამ კონფერენციას მნიშვნელობა აქვს ჩვენი სასამართლო სისტემის გამართვისა და დასტაბილურებისათვის. ჩვენ მივესალმეთ კონფერენციის მონაწილეებს და ვუსურვეთ მათ ნაყოფიერი მუშაობა. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ სასამართლო სისტემა – ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი შტო – იყოს გამართული, პოლიტიკურად თავისუფალი და კვალიფიცრებული. ეს მნიშვნელოვანია აგრეთვე ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის თვალსაზრისით, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საქართველო აშენებს და ამყარებს ევროპულ დემოკრატიულ ინსტიტუტებს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.


მარგველაშვილი მოსამართლეთა კონფერენციის მონაწილეებს მიმართავს - 23.06.14
მარგველაშვილი მოსამართლეთა კონფერენციის მონაწილეებს მიმართავს – 23.06.14


კონფერენციას, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა გახსნა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 13 ქვეყნის უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეები და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეთა კონფერენცია 2011 წლიდან ყოველწლიურად იმართება. ფორუმს საქართველო პირველად მასპინძლობს.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *