“ეს შეეხება იმ პედაგოგებს, რომლებიც არაქართულენოვან სკოლებში ასწავლიან ქართულს, როგორც მეორე ენას. ეს, რა თქმა უნდა, განსხვავებულია იმისგან, რასაც აბარებენ პედაგოგები ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტები. რა თქმა უნდა გასაკუთრებული სპეციფიკა აქვს ამ საგანს, როგორც მეორე ენას. აქედან გამომდინარე მათთვის სპეციალურად მომზადდა ეს ტესტი, და ამ სასერტიფიკაციო გამოცდებში მიიღებენ მონაწილეობას ის პედაგოგები, რომლებიც ქართულს ასწავლიან როგორც მეორე ენას,”- განაცხადა მიმინოშვილმა.
სასერტიფიკაციო გამოცდები საგანში “ქართული, როგორც მეორე ენა” 8 და 12 ივლისს ჩატარდება.
ამ ეტაპზე, ქართულ ენასა და ლიტერატურაში სერტიფიცირებული პედაგოგები, რომლებიც არაქართულენოვან სკოლებში ქართულს ასწავლიან, სერტიფიცირებული პედაგოგის სახელფასო დანამატს ვერ იღებენ.
