“მინდა მოგილოცოთ ეს მართლაც მნიშვნელოვანი დღე, რადგან თქვენ ერთგულად ემსახურებით ჩვენს სამშობლოს. ძვირფასო მეგობრებო, თქვენ ემსახურებით უაღრესად მნიშვნელოვან საქმეს, თქვენ დგახართ ხალხის და ქვეყნის სამსახურში და ერთგულებით, საქმის ცოდნით და დიდი პასუხისმგებლობით ასრულებთ დაკისრებულ მოვალეობას. თქვენ იცავთ ჩვენი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებს და ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს. ეს ვალდებულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ეს არის საქმე, რომელსც სჭირდება მაღალი პროფესიონალიზმი, და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვამაყობთ თქვენი პროფესიონალიზმით. ამ 20 წლის განმავლობაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური ჩამოყალიბდა ისეთ სტრუქტურად, რომელიც მუშაობს გამართულად, ჰყავს პროფესიონალი, მაღალ დონეზე მომზადებული კადრები და აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს,”- განაცხადა ღარიბაშვილმა დღევანდელ ღონისძიებაზე.
პრემიერი: სამთავრობო დაცვის სპეციალური სამსახური საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს
-
21.11.2026
ანდრო ჭიჭინაძე სასამართლოში გადაღების აკრძალვას საკონსტიტუციოში ასაჩივრებს
-
21.11.2026
მათი [ხელისუფლების] გამოხმაურებით წარმოჩინდა, რომ არ ყოფილან მორწმუნენი – მიტროპოლიტი იობი
-
21.11.2026
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, გიორგი გელაშვილმა თანამდებობა დატოვა
-
21.11.2026
ოქტომბერში შემოწმდა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო -„საქორგგაზი“ ქუთაისში აფეთქებულ ბინაზე
-
21.11.2026
როგორია ქუთაისში კორპუსის აფეთქებისას დაშავებული ქალის მდგომარეობა
-
21.11.2026
უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთი, ცენტრალური უკრაინის უდიდესი ნაწილი, კიევის ჩათვლით, ძირძველი რუსული მიწებია – ლავროვი
