“კონკრეტულად იმ ორ ადმაიანთან დაკავშირებით. ჩვენი ინფორმაციით, მათ მართლაც მოჰქონდათ ერთი მილიონი ქეში, შავი ფული. თუ ეს ასე არ იყო, სიანტერესოა, რატომ გააჩერეს ოთხი საათის განმავლობაში მებაჟეებმა, როცა მათ ჰქონდათ დიპლომატიური პასპორტი”, – განაცხადა კალაძე.


კახა კალაძე
კახა კალაძე

 

კითხვას, თუ საპარლამენტო უმცირესობის წევრებს “შავი ფული” მართლაც მოჰქონდათ, სად წავიდა ეს თანხა და რატომ გაატარეს ისინი აზერბაიჯანელმა მებაჟეებმა, კალაძემ ასე უპასუხა:

 

“მათ დაუბრუნეს ეს თანხა იმ პიროვნებას, ვისგანაც წამოიღეს და ალბათ მერე წამოვიდნენ მეორე რეისით”.

 

ჟურნალისტების შეკითხვას, რა წყაროებზე დაყრდნობით აკეთებს იგი ამ განცხადებებს, კალაძემ უპასუხა:

 

“ჩემი ოფიციალური წყარო არის ის, რომ ბაქოს საბაჟომ გუშინ გააკეთა განცხადება საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ და ასევე ბაქოში საქართველოს ელჩმა გააკეთა განცხადება, რომ ეს უკავშირდებოდა დიდი რაოდნეობით ფულს და ეს იყო სწორი”.

 

შეგახსენებთ, რომ ნადირაშვილსა და ჯაფარიძეს გუშინ, ბაქოდან თბილისში დაბრუნების დროს პრობლემები შეექმნათ. თავდაპირველად საქართველოში რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა ცნობა, რომ ისინი აზერბაიჯანის საზღვარზე დააკავეს ელექტროშოკების და მილიონი დოლარის შემოტანის მცდელობისთვის. ეს ინფორმაცია ბაქოდანვე სატელეფონო საუბარში ნადირაშვილმა არ დაადასტურა. ამის შემდეგ საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანში განაცხადა, რომ დეპუტატები ბაქოს აეროპორტში შეაჩერეს. მისი თქმით, მილიონამდე არადეკლარირებული თანხის გადატანის მცდელობისთვის მიმდინარეობდა მოკვლევა და რამდენიმე საათის შემდეგ დეპუტატი აზერბაიჯანის კანონმდებლობის შესაბამისად გაუშვეს.

 

საღამოს ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე ბაქო-თბილისის ავიარეისით დაბრუნდნენ თბილისში. მათი განმარტებით, თავდაპირველად ჯაფარიძეს შეაყოვნეს ბაქოს აეროპორტში, მას დაახლოებით 20 -წუთიანი შემოწმება ჩაუტარეს, რის გამოც რეისზე დააგვიანდათ და შემდეგი რეისის ბილეთები აიღეს. ამის შემდეგ ისევ ქალაქში გავიდნენ აეროპორტიდან ყავის დასალევად, სადაც მათ ტელეფონით აცნობეს, რომ თბილისში გავრცელდა ინფორმაცია მათი დაკავების თაობაზე. ნადირაშვილის განცხადებით, როდესაც ისინი დაბრუნდნენ აეროპორტში, იქ ნამდვილად შეიქმნა პრობლემები, მათ დეტალური შემოწმება და ჩხრეკა ჩაუტარეს. დეპუტატები აცხადებენ, რომ ეს მოხდა საქართველოს მთავრობის ჩარევის შედეგად. დეტალური შემოწმების შემდეგ დეპუტატები თბილისში გამოფრინდნენ.

 

 

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *