“ამჟამად ბაქოს აეროპორტში ასეთი გვარების მქონე დაკავებული არავინაა, შესაძლოა, ვინმე დააკავეს და უკვე გაუშვეს, მაგრამ ამჟამად იქ აბსოლუტურად არავინაა,”- განუცხადეს ნეტგაზეთს აზერბაიჯანის შსს-ში.
ინფორმაცია ირმა ნადირაშვილისა და ზურაბ ჯაფარიძის ბაქოს აეროპორტში დაკავების შესახებ პირველად სააგენტო “ინტერპრესნიუსმა” გაავრცელა.
მოგვიანებით საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მათ აზერბაიჯანში საქართველოს ელჩისგან მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საპარლამენტო უმცირესობის წევრები, ირმა ნადირაშვილი და ზურაბ ჯაფარიძე აზერბაიჯანში საბაჟო ტერმინალის თანამშრომლებმა გააჩერეს. მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს მოკვლევა, რომელიც გარკვეული თანხის შესაძლო არადეკლარირებას შეეხება. საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, დამატებითი ინფორმაციის გასარკვევად საელჩოს თანამშრომლები ადგილზე არიან გასულები.
