ეს ინფორმაცია ინტერპრესნიუსმა დღეს, 19 ივნისს გაავრცელა.
ლევან ბეჟაშვილმა კი ნეტგაზეთს განუცხადა, რომ იგი ცოტა ხნის წინ ესაუბრა ნადირაშვილსა და ჯაფარიძეს. მისი თქმით, “ეს დეზინფორმაცია ნაცმოძრაობის მიერ დღეს, 18:00 საათისთვის დაანონსებული ბრიფინგის გადაფარვას ემსახურება”. დეპუტატის განცხადებით, ენმ დამატებით განცხადებას 18:00 საათზე გააკეთებს.
ირმა ნადირაშვილმა “რუსთავი 2″–თან საუბარში განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა, ისინი ამჟამად ბაქოში იმყოფებიან და 9-საათიანი რეისით თბილისში გამოემგზავრებიან.

