მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს სამუშაო საუზმეზე უმასპინძლა.

გუშინ საღამოს კი სომხეთის პრეზიდენტის პატივსაცემად ოფიციალური ვახშამი საქართველოს პრეზიდენტმა გამართა, რომელსაც, როგორც სხვა წინა მაღალი რანგის სტუმრებისთივის გამართულ მიღებას პრეზიდენტის სასახლეში, საქართველოს პრემიერი არ დასწრებია.

ოფიციალურ ვახშამს სომხეთის მთავრობის და საკანონმდებლო ორგანოს წევრები, საქართველოში მცხოვრები სომხური დიასპორის წარმომადგენლები, ხოლო ქართული მხრიდან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა, ეკონომიკის, კულტურისა და დიასპორის მინისტრები, ასევე, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
სომხეთის დელეგაცია საქართველოს გუშინ, 18 ივნისს ეწვია ოფიციალური ვიზიტით, რომელიც დღეს დასრულდება.
