“შემაშფოთებელია წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის ინციდენტები და ხელისუფლების დაგვიანებული პასუხი აღნიშნულ ფაქტებზე. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შემთხვევების რაოდენობა მცირე იყო, ოპოზიციურ კანდიდატებს უნდა შეეძლოთ აწარმოონ თავისუფალი საარჩევნო კამპანია არჩევნების სანდოობისთვის. საქართველოს მთავრობამ უნდა გამოიძიოს ეს ფაქტები და მიიღოს შესაბამისი ზომები დამნაშავეების მიმართ”, – განაცხადა IRI–ს მისიის ხელმძღვანელი.

ორგანიზაციის 24 წარმომადგენელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოს მასშტაბით 130–ზე მეტ უბანზე აკვირდებოდა. საბოლოო შედეგებს IRI არჩევნების მეორე ტურის შემდეგ გამოაქვეყნებს.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *