პოლიციის ცნობით, 23 წლის ჯონი გ.-მ 27 მაისს ბანკზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით დიდი ოდენობით თანხა – 4499,30 ლარი, 1300 აშშ დოლარი და 600 ევრო გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცავებმა კი დანაშაულის ჩადენის იარაღი – ,,ა-კა-ემ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 65 საბრძოლო ვაზნა შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო.
“სამართალდამცველებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯონი გ. 15 ივნისს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა მინსკიდან თბილისში ჩამოფრინდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შსს ავრცელებს.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
