ხანძარი მოსკოვის გამზრიზე. ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

თბილისში, მოსკოვის გამზირზე ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

დამწვარია ჯიხური, საბურავები და პენოპლასტი. ადგილზე 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

ცეცხლი მოსკოვის გამზირზე, კერამიკის ქარხსნის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს, 20 ოქტომბერს, შუადღის საათებში გაჩნდა.