“მოვფრინავდით თბილისში სტამბოლის გავლით ტრანზიტით და რეისზე რომ დავჯექით, საათი მეკეთა “გუჩის” და გვერდზე მეგობარს ვეუბნებოდი, ნახე რა ბომბა საათი მაქვს-მეთქი, ბორტგამცილებელმა ამ დროს ჩაიარა და მკითხა, რა თქვიო. მე ვერ მივხვდი, გაიგო თუ ვერა, შემდეგ სპეცრაზმი შემოვიდა და მომხსნეს რეისიდან. როცა განყოფილებაში წამიყვანეს, ნახევარ საათში მიხვდნენ, რაშიც იყო საქმე და უკვე თავისუფლად ვიყავი. თვითმფრინავში ძალიან ცუდად მომექცნენ, სპეცრაზმი დამაჯდა, მერე უკვე მიხვდნენ, რომ სისულელე გააკეთეს და ეცინებოდათ თვითონ და ყველაფერი კარგად იყო”.– განაცხადა თბილისში დაბრუნებისას ირაკლი ბუღრიძემ. 

 

ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს იმ კადრებს, თუ როგორ გაჩხრიკეს ფეხბურთელი. თითმფრინავი მთლიანად დაიცალა, ყველა მგზავრი სათითაოდ შეამოწმეს და რეისმა, საბოლოო ჯამში, რამდენიმე საათით დაიგვიანა. ხოლო ირაკლი ბუღრიძე სპეცრაზმელმა გაჩხიკეს, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. ფეხბურთელს ერთი ღამის გატარება სტამბოლში მოუხდა. 

 

“თავიდან ბავშვთა განყოფილებაში გადაგვაგზავნეს აეროპორტის პოლიციიდან, შემდეგ -უცხოელების განყოფილებაში. კი მიხვდნენ, რომ შეცდომა იყო, მაგრამ რახან საქმე აღძრეს, გარკვეული პროცედურები იყო გასავლელი, რომლის გვერდის ავლითაც არ ხდება გამოშვება. დეპორტის გარეშე მოხდა ყველაფერი”– განაცხადა ნაკრების მენეჯერმა გიორგი კაციტაძემ “რუსთავი 2”-თან სატელეფონო საუბრისას. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *