“სულ დაკავებული იყო 18 პიროვნება, მათგან 17–მა ჩაიდინა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166–ე და 173–ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევა და მათ მიმართ სანქციის სახით განისაზღვრა ჯარიმა 400 ლარი. რაც შეეხება დავით ქევხიშვილს, იგი დაკავებული იყო 166–ე მუხლის დარღვევისათის, ხოლო მის მიმართ განისაზღვრა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით”.– განაცხადა ადვოკატმა ალექსი ტუსნიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 25 აპრილს ყვარლის რაიონის გამგებელი და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი დააკავეს. ინცდნეტი, რის გამოც ქევხიშვილი და მისი მხარდამჭერები დააკავეს, გუშინ ყვარლის გამგეობასთან გამართულ აქციაზე მოხდა. ამ აქციას წინ უსწრებდა ყვარლის საკრებულის სხდომა, სადაც ქევხიშვილის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი უნდა განხილულიყო, თუმცა ეს თემა ჩავარდა. 25 აპრილის სხდომაზე კი ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დავით ქევხიშვილი გამგებლის თანამდებობიდან გადააყენა.
