პენტაგონის პრესსპიკერმა რუსეთს “სიტუაციის დეესკალაციისკენ” მოუწოდა. პარალელურად დიდი შვიდიანის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ დაჩქარებული წესით დააწესონ ახალი სანქციები რუსეთისთვის. ამავდროულად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა სეპარატისტების მიერ დაკავებული საერთაშორისო დამკვირვებლები გათავისუფლდნენ.– წერს BBC. 

 

რუსეთს ათი ათასობით სამხედრო ჰყავს განლაგებული უკრაინის საზღვართან, ხოლო მოსკოვის მხარდამჭერი ძალები უკრინის ქალაებში სახელმწიფო ორგანოების შენობების დაკავებას აგრძელებენ. 

 

პარასკევს, 25 აპრილს გაკეთებულ განცხადებაში პენტაგონის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი ბოლო 24 საათის განმავლობაში რამდენჯერმე შეიჭრა უკრიანის საჰაერო სივრცეში. მას არ უსაუბრია დამატებით დეტალებზე, თუმცა რუსეთს მოუწოდა, “გადადგას სასწრაფო ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციისთვის”. 

 

აშშ–ის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რუსეთის ქმედებები უკრაინის საზღვართან ძალიან პროვოკაციული და სახიფათოა. 

 

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას უკრაინამ და რუსეთმა ჟენევის ფორმატის მოლაპარაკებების ფარგლებში შეთანხმება დადეს, რათა სეპარატისტებისთვის შენობების დატოვებისა და იარაღის ჩაბარებისაკენ მოეწოდებინათ. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ამნისტიას მათთვის, ვინც მშვიდობიანად დანებდება, თუმცა პრორუსული ძალები შეთავაზებას არ დათანხმდნენ. 

 

დიდი შვიდეული განცხადებაში ნათქვამია, რომ “რუსეთს არ გადაუდგამს კონკრეტული ნაბიჯების ჟენევის შეთანხმების მხარდასაჭერად”. 

 

“ჩვენ შევთანხმდით, რომ სწრაფად დავაწესოთ ახალი სანქციები რუსეთისთვის”.– ნათქვამია განცხადებაში. 

 

“უკრაინაში გასამართი საპრეზიდენტო არჩევნების წარმატებით, მშვიდობიანი და დემოკრატიული გზით ჩატარების უზრუნველსაყოფად, ავიღეთ ვალდებულება ვიმოქმედოთ დაუყოვნებლივ, რათა გავაძლიეროთ მიზანმიმართული სანქციები და ზომები, რომელიც რუსეთის ქმედებების საფასურს კიდევ უფრო გაზრდის”.  

 

თეთრი სახლის ინფორმაციით, სანქციები ორშაბათს, 28 აპრილს გახდება ცნობილი.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *