ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისთვის (IDFI) მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულებებიდან ყველაზე ძვირადღირებული “Iphone +”–თან გაფორმებული ხელშეკრულება აღმოჩნდა.
ზემოთ ჩამოთვლილი და სხვა ტექნიკის შესაძენად “Iphone +”–ს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, ჯამში, 88 870 ლარი გადაუხადა. ხელშეკრულება 2013 წლის 14 იანვარსაა გაფორმებული.

