სააგენტოს ინფორმაციით, ბუფეტში იყო ანტისანიტარია, მაცივრის უქონლობის გამო დარღვეული იყო სურსათის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი, მზა პროდუქტებისთვის განკუთვნილი არასათანადო ლანგრები და მეორადი მუყაოს ყუთები იწვევდა სურსათის დაბინძურებას – სააგენტოში აცხადებენ, რომ ბუფეტს ამ და სხვა კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
“გარდა ამისა, სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა გოძიაშვილის ქუჩაზე მდებარე შპს “გიო”, სამტრედიის ქუჩაზე – შპს “გიოს” მარკეტი “სუკონი”, წყალტუბოს ქუჩაზე – ი/მ “ვაჟა კრავეიშვილი” და აღმაშენებლის ხეივანში – შპს “მ-მ”-ს მარკეტი “მარი” ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის 400 ლარით დააჯარიმეს; გლდანულაში მდებარე შპს “ალ-მა-ნუ” კი ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე ეწეოდა საქმიანობას, რის გამოც, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, მეწარმე 300 ლარით დაჯარიმდა”, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

