10:30 –  არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანი, კანონი, თავისუფლება”-ს წარმომადგენელი, ორგანიზაციის ოფისში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ძველი და ახალი ხელისუფლების თანამდებობის პირების მიერ ხელფასებისა და პრემიების სახით მიღებული შემოსავლები და კვლევის სხვა შედეგები. მის: ვაზისუბნის ქ. #7 (ვეძისი); საკოტაქტო პირი მარიამ ხუციშვილი – 577179003

11:00-  “რეპორტიორის” პრესკლუბში “ახალგაზრდა ადვოკატების” ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული ჟურნალისტები, თავდაცვის უწყებაში მიმდინარე პროცესები, ანტიდისკრიმინაციული კანონი.

11:00 –  საქართველოს ეროვნულ ბანკს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციათა ასოციაციას შორის, სტუდენტთა სტაჟირების პროექტთან დაკავშირებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
მის: სანაპიროს ქ. #2, V სართ., საქართველოს ეროვნული ბანკი 

11:00 –  “არასაპარლამენტო ოპოზიციის” ლიდერების ბრიფინგი გაიმართება. 
თემა: საარჩევნო სუბიექტებისთვის საეთერო დროის გამოყოფასთან დაკავშირებით “თავისუფალი საქართველო” და “ახალი მემარჯვენეები” საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავენ. 
მის: ყაზბეგის გამზ. #12 ა
ტელ: 597 35 22 88 ნატა წერეთელი 

11:30 – რეპორტიორის” პრესკლუბში კინორეჟისორი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი თამაზ ბიბილური პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: მოდერნიზებული საზოგადოებრივი მაუწყებლობა, პარლამენტში განხორციელებული თაღლითობა.

12:00-  “რეპორტიორის” პრესკლუბში “სტრატეგიული კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ჰომოფილიის პოლიტიკური და სოციალურ ასპექტები, ანტიდისკრიმინაციული კანონი, უკრაინაში მიმდინარე პროცესები.

12:00 – რადიო “იმედის” პრესკლუბში საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრე მეტრეველი პრესკონფერენციას გამართავს. 
თემა: რა ხდება ქართულ ჩოგბურთში?! ტარდება თუ არა ტრადიციული საერთაშორისო ტურნირები საქართველოს მასშტაბით? ქართველ ჩოგბურთელ ქალთა ნაკრებს ანა ტატიშვილი გამოაკლდა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობაზე უარი განაცხადა.
მის: ლუბლიანას ქ. #5
საკონტაქტო პირი ნინო მეუნარგია – 577 44 07 05

12:00 –  “პირველ პრესკლუბში” “ახალი მემარჯვენეების” პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: წინასაარჩევნოდ უფასო სარეკლამო დრო, ოკუპანტების მიერ ჟურნალისტთა დაკავების ფაქტი. 
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნესცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ. 
საკონტაქტო პირი ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22

12:00 –  ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან დავითაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
მის: მარშალ გელოვანის გამზ. #6, სოფლის მეურნეობის სამინისტრო

12:00 –  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დიდ დარბაზში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკიდან ჩამოტანილ უძველესი ქართული ხელნაწერების დიგიტალურ ვერსიებს, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცემს. 
მის: გუდიაშვილის ქ. №7

12:30 – “რეპორტიორის” პრესკლუბში უფლებადამცველი, “სამართლებრივი სახელმწიფო სამოქალაქო საზოგადოების” ხელმძღვანელი მანანა ორბელიანი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მთავრობის რეგლამენტში აღმოჩენილი კანონშეუსაბამობა.

12:30 –  “პირველ პრესკლუბში” საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე პრესკონფერენციას გამართავს. 
თემა: ოკუპანტების მიერ ჟურნალისტთა გატაცების ფაქტი. უკრაინაში განვითარებული მოვლენები, აბაშიძე-კარასინის შეხვედრა. 
დიმიტრი ქუმსიშვილი გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლებსა და “საქართველოს ფოსტის” დირექტორს შეხვდა. 

12:30 – “პრაიმტაიმის” პრესკლუბში #53-ე სკოლის მოსწავლეები სკოლაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავენ.

13.00 – ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სისხლის კვლევის ინსტიტუტში ჰემოფილიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონფერნცია გაიმართება. 

13:00 – სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” გაიმართება 7 არასაპარლამენტო ოპოზიციის პოლიტიკური კოალიცია – “ევროატლანტიკური არჩევანის” პრეზენტაცია.

13:00 –  “რეპორტიორის” პრესკლუბში “თავისუფალი საქართველოს” გენერალური მდივანი ალექსანდრე შალამბერიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: მერობის კანდიდატები, კახა კუკავას სამოქმედო პროგრამა, რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული ჟურნალისტები, ანტიდისკრიმინაციული კანონი.

13:00-  “პრაიმტაიმის” პრესკლუბში ადვოკატი ინგა შარაშენიძე და გარდაცვლილის მამიდა მარინა თოთლაძე განცხადებას გააკეთებენ. 
თემა: ლანჩხუთის საფეხბურთო გუნდ “გურიის” მფლობელის შვილის მკვლელობის საქმეში, ყოფილი პარლამენტარის, გია ნუცუბიძის სიძე ფიგურირებს.

13:30 –  “რეპორტიორის” პრესკლუბში ექსპერტი ვახტანგ მაისაია პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: უკრიანაში მიმდინარე პროცესები, რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული ჟურნალისტები, ანტიდისკრიმინაციული კანონი, პრემიერის მორატორიუმი.

14:00 –  სასტუმრო “თბილისი მარიოტში” შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი და სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი საერთაშორისო პარტნიორებსა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
თემა: გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების საჭიროებები
საკონტაქტო პირი მანანა მჭედლიშვილი – 577 999 773

14:00 –  “პრაიმტაიმის” პრესკლუბში ადვოკატი ირაკლი სავაძე საჯარო რეესტრის თანამშრომლების უკანონოდ დაკავებასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *