“ძალიან შეწუხებული ვარ აღნიშნული ფაქტის გამო. მე ვიცი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ პრობლემის მოგვარებაში. იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე გაათავისუფლებენ ჩვენს ჟურნალისტებს”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

ჟურნალისტის კითხვაზე, აზიანებს თუ არა მსგავსი ფაქტები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეს ყველა სახელმწიფოსთან. 

 

“რა თქმა უნდა, მსგავის ფაქტები აზიანებს ამ პროცესს, რასაც ჰქვია რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს პრობლემა ძალიან მალე მოგვარდება. დღეს გაიმართება ზურაბ აბაშიძის შეხვედრა მის კოლეგასთან- კარასინთან და ძალიან ბევრ საკითხს განიხილავენ, მათ შორის ამ საკითხზეც [ჟურნალისტების გატაცება] იქნება საუბარი. ზოგადად მიმოიხილავენ პროგრესს ურთიერთობებში. მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა მოხდეს სიტუაციის გაჯანსაღება. ჩვენ უნდა გვქონდეს ნორმალური ურთიერთობა ყველასთან”,- განაცხადა ღარიბაშვლმა. 

 

15 აპრილს ტელეკომპანია TV3-ის გადამღები ჯგუფი რუსმა მესაზღვრეება გორის რაიონის სოფლე აძვში დააკავეს. TV3-ის საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერის, ეკა ქარდავას ინფორმაციით, მათი სამი თანამშრომელი გორის რაიონის სოფელ აძვში დააკავეს

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *