11:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში “ევროპელი დემოკრატების” ლიდერი, პაატა დავითაია პრესკონფერენციას გამართავს თემა: კარასინი აბაშიძის შეხვედრა და ოკუპირებულ საზღვართან არსებული მდგომარეობა.
11:00 საათზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“-ს ოფისში (რუსთაველის 26, თბილისი) „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ახალი ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს – “ვის ეკუთვნის ქართული მედია?”
11:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური პირველკლასელთა რეგისტრაციის გამოცხადებასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს. ადგილი: საქართველოს განათლებისა და მენციერების სამინისტრო მისამართი: უზნაძის #52
11:30 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი შოთა მალაშხია პრესკონფერენციას გამართავს თემა:კარასინი აბაშიძის შეხვედრა და ოკუპირებულ საზღვართან არსებული მდგომარეობა.
12:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოდან” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური და უფროსი ანალიტიკოსი, ნათია კუტივაძე და DHL და TNT წარმოადგენლები. თემა: საფოსტო კავშირის შესახებ ახალი კანონპროექტით DHL, TNT, UPS, FEDEX საქართველოს ბაზარს დატოვებენ.
12:00 საათზე “პირველ პრესკლუბში” ექსპერტი სამხედრო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: პრეზიდენტთან შეხვედრის დეტალები, უკრაინაში განვითარებული მოვლენები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22.
12:00 საათზე, სასტუმროში ”შერატონ მეტეხი პალასი” ფონდი “ევროპული ინიციატივა – ლიბერალური აკადემია თბილისი” გამართავს საბოლოო ანგარიშის პრეზენტაციას: ”ვიზის ლიბერალიზაციის პერსპექტივები: სამოქალაქო ჩართულობა და ადვოკატირება”.
12:00 საათზე სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე ქვეყნის მასშტაბით ახლადშექმნილ 25 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს საზეიმო ვითარებაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი მიანიჭებენ. მისამართი: გორი; სოფ.ზემო ნიქოზი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი“ნიქოზი“ საკონტაქტო პირი: თეა შველიძე 577 71 33 74; ნანა ჩინჩილაკაშვილი 599 50 26 19
12:30 საათზე “პირველ პრესკლუბში” საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: 13 აპრილს კანცელარიასთან გამართული აქცია, უკრაინაში განვითარებული მოვლენები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა” მე-2 სართ. საკონტაქტო პირი: ლიკა რამიშვილი 595 03 77 22.
13:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში კონკურსის ‘’ქართული კალიგრაფია“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, კონკურსის მონაწილეები, სხვა მოწვეული სტუმრები.
13:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში პატიმარი გიორგი კანდელაკის დედა მთვარისა ნავერიანი პრესკონფერენციას გამართავს თემა: პატიმარმა ტკივილგამაყუჩებლის მიუცემლობის გამო მუცელი გამოიფატრა და ციხის რვა თანამშრომელი ფიზიკურად გაუსწორდა.
14:00 საათზე ჯანდაცვის სამინისტროში, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, აშშ-ს ელჩს საქართველოში რიჩარდ ნორლანდს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ჰუმანიტარული დახმარების საკოორდინაციო ოფისის ხელმძღვანელს ჯონ პოსტსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ხვდება.
