“ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა საპასუხო წერილში (19 მარტი),  მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს მოწვევის დროულად გაგზავნისათვის და აცნობა, რომ საბიუჯეტო პრობლემების გამო ვერ მოახერხებს არჩევნებზე დაკვირვების განხორციელებას. იმ შემთხვევაში, თუ საბიუჯეტო დაბრკოლება აღმოიფხვრება, ODIHR-მა შესაძლოა გადახედოს თავის გადაწყვეტილებას,”- წერია სამინისტროს განცხადებაში. 

 

რაც შეეხება ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესს, ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტსა და საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოფიციალური პასუხი აღნიშნული ორგანიზაციებისგან საგარეო საქმეთა სამინისტროს არ მიუღია.

 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *