“ჩვენი სპეციალური სტრუქტურები, კონტრდაზვერვის სამსახური და შესაბამისი უწყებები ამ ყველაფერს აკვირდებიან და ამგვარი საფრთხე დღეს არ არსებობს”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ნეტგაზეთმა 3 აპრილს გადაამოწმა აღნიშნული ინფორმაცია, რომელიც არ დადასტურდა. თუმცა ორი მოქალაქის თქმით, რომელიც რუსეთის ვიზის მიღების რიგში იდგა, მსგავსი შემოთავაზების შემთხვევაში, რუსულ პასპორტებზე უარს არ იტყვიან.

