როგორც სამინისტროს პრესსამსახურში ნეტგაზეთს განუმარტეს, ეკა გახარია 53-ე საჯარო სკოლასთან აქამდე შეხება არ ჰქონია.
ამ სიახლეს პროტესტის ნიშნად შეძახილებით შეხვდნენ სამინისტროსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები.
გუშინ, 7 აპრილს, მინისტრის ბრძანებით დათხოვნილმა 53-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, მარიამ რამინაშვილმა ცოტა ხნის წინ დატოვა სამინისტრო. მან უწყების კანცელარიაში განცხადება ჩააბარა, რომლის შესაბამისად ითხოვს აუდიტის სამსახურის დაკვნის ანულირებას.
მისივე განმარტებით, ის, რაც დასკვნაში, წერია არ უნდა ყოფილიყო დირექტორის გათავისუფლების მიზეზი, თუმცა, ასევე ამბობს, რომ სამინისტროს ჰქონდა უფლება სკოლის დირექტორი თანამდებობიდან დაეთხოვა.
