BBC-ის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში შეკრებილ 2 000 მომიტინგეს დაახლოებით 50 ადამიანი გამოეყო და შენობაში შესაღწევად კორდონი გაარღვია. 

 

ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ქვეყნიდან გაძევების შემდეგ დონეცკში მსგავსი საპროტესტო აქციები არაერთხელ ჩატარდა. უახლესი საპროტესტო აქცია რუსეთის მიერ ყირიმის რეგიონის ანექსიის შემდეგ დპლომატიური წნეხის ფონზე გაიმართა. 

 

“დონეცკი რუსეთის ქალაქია”- სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები და შენობის თავზე რუსეთის დროშა აღმართეს. ზოგიერთი მათგანი ამბობდა, რომ რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს რეგიონის უკრაინისგან გამოყოფის საკითხზე. – წერს BBC. 

 

რუსეთის მხარდამჭერი პროტესტი აღმოსავლეთ უკრაინის სხვა რამდენიმე ქალაქშიც გაიმართა, მაგალითად, ლუგანსკში, სწორედ აქ ჰქონდათ აქციის მონაწილეებს მცდელობა შეჭრილიყვნენ უკრაინის სახელმწიფო დაცვის სააგენტოში. 

 

ათასობით რუსი სამხედრო ჯერ კიდევ განლაგებულია საზღვრის გასწვრივ, თუმცა გერმანიის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთი პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა “ჯარების ნაწილობრივ გაყვანის” შესახებ ბრძანება გასცა. რუსეთი აცხადებს, რომ ის  დაიცავს უკრაინაში მცხოვრებ ეთნიკურ რუსებს უკრაინის ახალი მთავრობისგან, რომელიც პუტინის აზრით საფრთხეს უქმნის მათ, თუმცა აღნიშნავს, რომ არ გეგმავს სამხედრო ძალის გაგზავნას ქვეყნის დანარჩენ ნაწილში- წერს BBC. 

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *