“ესაა ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების შეკრება, მაგრამ სწორედ ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, ამ შეხვედრაზე აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებიც მიწვეული ვართ.  2-დღიანი მუშაობის ძირითადი თემა, ბუნებრივია, შექმნილი ვითარება იქნება. ეს ძალიან სერიოზული შესაძლებლობაა იმისთვის, რომ ჩვენ გავაღრმაოთ ურთიერთობა კოლეგებთან, როგორც ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით, ისე კონკრეტულ ქვეყნებთან და კონკრეტულ პარლამენტებთან უფრო პროდუქტიული ურთიერთობის დასამყარებლად”.– განაცხდა უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას. 

 

დავით უსუფაშვილი აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნების საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის სესიის ფარგლებში სიტყვით გამოვა. ასევე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობას აღმოსავლეთ ქვეყნების პარტნიორობის შესახებ გამართულ პრესკონფერენციაში მიიღებს. დავით უსუფაშვილთან ერთად მასმედიის შეკითხვებს მოლდოვის, ლატვიის, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსიისა და ლიტვის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოების თავმჯდომარეები უპასუხებენ. 

 

პარლამენტის თავმჯდომარის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ნფორმაციის თანახმად, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს პოლონეთის სეიმის მარშალ ევა კოპაჩთან და პოლონეთის სენატის მარშალ ბოგდან ბორუსევიჩთან, იტალიის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტ პიეტრო გრასოსთან და იტალიის დეპუტატთა პალატის პრეზიდენტ ლაურა ბოლდრინისთან, გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტ ნორბერტ ლამერტთან, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე ალექსანდრ ტურჩინოვთან, ნიდერლანდების წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარე ანუშკა ვან მილტენბურგთან და ნიდერლანდების სენატის თავმჯდომარე ანკი ბროკერს-ნოლთან, თურქეთის დიდი ეროვნული კრების თავმჯდომარის მოადგილე აიშე ნურ ბაჰჩეკაპილთან და ლიტვის სეიმის თავმჯდომარე ლორეტა გრაუჟინიენესთან გამართავს.

 

.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *